სააგენტო პოსეიდონი

  • სთავაზობს ყველა ზომისა და/ან ტიპის გემების მფობელებსა და გემთმენეჯერულ კომპანიებს პროფესიული საკრუინგო მომსახურების სრულ პაკეტს.
  • ვქირაობთ კომპეტენტურ, კვალიფიციურ, მომზადებულ, ინგლისური ენის მცოდნე ლოალურ, სტაბილური სამსახურის მსურველ მეზღვაურებს.

თანამდებობები

  • კაპიტნიდან ეკიპაჟის რიგით წევრებამდე.
  • გვესაჭიროება ნავთობმზიდ/ქიმიურ ტანკერებსა და საბუნკერო ბარჟებზე მუშაობის გამოცდილების მქონე მეზღვაურები.
  • მომზადებული და სერტიფიცირებული მეზღვაურები ნავთობის დაღვრის ლიკვიდატორ გემებზე სამუშაოდ.
  • მეზღვაურები კონტეინერმზიდებზე სამუშაოდ.
  • სააგენტო “პოსეიდონ”-ს შეუძლია სიამაყით განაცხადოს, რომ ჰყავს 1000-ზე მეტი, წინასწარი გასაუბრება-შემოწმებაგავლილი მეზღვაურის ბაზა.

შემოწმება და შერჩევა

  • სერტიფიკატებისა და ნამსახურების შემოწმება.
  • მეზღვაურებთან წინასწარი პირადი გასაუბრება, მენეჯერის წარმომადგენელთან სკაიპის მეშვეობით ოფიცილურ გასაუბრებამდე.
  • სამედიცინო შემოწმება საოფისე პერსონალის მიერ სამედ. ცენტრებში ვიზიტით.
პროცედურები და მომსახურება

  • საჭირო ვიზების, ასევე სხვა სამგზავრო საბუთების, მიღების ორგანიზება.
  • მგზავრობის დაზღვევა.
  • ზოგ შემთხვევაში საჭირო საბუთების მიღება.
  • გემთმფლობელების მოთხოვნისამებრ სპეციალური სწავლების ორგანიზება.
  • აუცილებლობის შემთხვევაშიმ, დამატებითი მეცადინეობები ინგლისურ ენაში.
  • მეზღვაურის პასპორტებისა და სხვა შესაბამიის საბუთების გაცემის საკითხში საზღვაო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა.
  • თანამშრომლობა ადგილობრივ საზღვაო უნივერსიტეტთან და სხვა ადგილობრივ სასწავლო დაწესებულებებთან შთჩჭ სერტიფიკაციისა და საბაზო კურსების ჩატარების მხრივ.
  • დროშის სახელმწიფოსაგან დიპლომების აღიარების შესახებ დასტურების მიღება.

ჩვენი მუშაობა გრძელდება

მეზღვაურების დაქირავების მთელი პერიოდის განმავლობაში სააგენტო “პოსეიდონი” აკონტროლებს მეზღვაურების გემზე მუშაობას. ჩვენ ასევე ეფექტურად წინასწარ ვგეგმავთ და ორგანიზებას ვუწევთ ეკიპაჟების წევრების შეცვლას, ასევე ვინახავთ ყოველი იმ გემის მონაცემთა ბაზას, სადაც მუშაობენ ჩვენი მეზღვაურები, სერტიფიკატების მოქმედებისა და შესაბამისი სასწავლო კურსების გავლის ვადების ამოწურვის ეფექტური კონტროლის მიზნით.