სააგენტო “პოსეიდონი” დაარსდა 2006 წელს, როგორც სხვა საკრუინგო კომპანიებისაგან დამოუკიდებელი, ოფიციალიურად დარეგისტრირებული საკრუინგო კომპანია.
ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ერთ-ერთ ცნობილ ხმელთაშუა ზღვის ნავთობკომპანიასთან, ხოლო შემდგომ გავაფართოვეთ თანამშრომლობა სხვა, ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ბაზარზე მომუშავე ცნობილ კომპანიებთან.
რამოდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი კლიენტები აღნიშნავენ ჩვენი მომსახურების მაღალ ხარისხს და საიმედოობას, დღესდღეობით ჩვენ ვუწევთ საკრუინგო მომსახურებას საკრუინგო კომპანიებს მთელ მსოფლიოში, ვქირაობთ მეზღვაურებს სამსახურში კონტეინერმზიდებზე, ქიმმზიდ ტანკერებსა და ნავთობმზიდ ტანკერებზე სამუშაოდ.
სააგენტო “პოსეიდონი” აღიარებს, რომ ზუსტად მეზღვაურები წარმოადგენენ ნებისმიერი საქმიანობის საფუძველს და გემის უსაფრთხო და მშვიდი ყოველდღიური სამსახურის მთავარ ფაქტორს.
ჩვენ გვესმის, რომ ეკიპაჟის მართვა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია გემების მენეჯმენტში და მთლიანად ვათვითცნობიერებთ, რომ გემისა და გემთმფლობელის ინტერესების დაცვა ითხოვს კომპეტენტური და საიმედო მეზღვაურების დაქირავებას. ჩვენი ამოცანაა გემთმფლობელებისა და მენეჯერების სწრაფი, ეფექტური მომსახურება მაქსიმალური სიფრთხილითა და ლოიალობით. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს კლიენტებსა და მეზღვაურებზე.